Search

30 სექტემბერი, 2009


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი თბილისის შემოვლითი გზის, ზაჰესის 4 კმ-იან მონაკვეთს გახსნიან.


აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სატრანზიტო მოძრაობას. მშენებლობის დასრულების შემდეგ გაიზრდება გზის გამტარუნარიანობა, სატრანსპორტო ნაკადების მოძრაობის სიჩქარეები და მათი გადაადგილების უსაფრთხოება. თბილისის შემოვლით გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის მარტში. გზის სამუშაოები ითვალისწინებდა გზის საფუძვლის მოწყობას და ახალი ასფალტო-ბეტონის გზის დაგებას. ასევე,  ხელოვნური ნაგებობების, ბარდიულების, ტროტუარების, სანიაღვრე სისტემებისა და  საგზაო ნიშნების მოწყობას. აღნიშნულ მონაკვეთზე მოეწყო უსაფრთხოების კუნძულები.

 

სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა ქართულმა საგზაო-სამშენებლო კომპანია შ.პ.ს. ,,ცეკურ”-მა. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა 7 მლნ. 435 ათასი ლარი, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player