Search

1 ივნისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი დუშეთის რაიონში დუშეთი-მჭადიჯვარის საავტომობილო გზის 14 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობის სამუშაოების მიმდინარეობას დაათვალიერებენ. ეს ექსპერიმენტული   პროექტია და პირველად ხდება, რომ სოფლად გზის დასაგებად უახლეს ტექნოლოგიას, ბეტონის დამგებ მანქანა-დანადგარს იყენებენ.

აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამშენებლო სამუშაოები ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობით (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება), დასრულდება 2009 წლის ბოლოს. საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,ნიუ ენერჯი”. აღნიშნული საავტომობილო გზის მშენებლობაზე ასამდე საქართველოს მოქალაქეა დასაქმებული, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მოსახლეა.

2009-2010 წლებში მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ 130 კმ. საავტომობილო გზებზე მოეწყობა ექსპერიმენტული ცემენტ-ბეტონის საფარი.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player