Search

25 ივნისი, 2009


თბილისის ისტორიის მუზეუმში - ,,ქარვასლაში” (მის. სიონის ქუჩა #8) ეწყობა პროექტის ,,საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა'' პრეზენტაცია. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 25-30 ივნისს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი საგამოფენო დარბაზ ,,ქარვასლაში'' აწყობს საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოების გამოფენას.

 

ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფების – დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინაშვილის მიერ XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, ხოლო ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ მიმიდინარე წელს გადაღებული ფოტოები.

 

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფოტოგადაღებებს აწარმოებდა საქართველოს ყველა რეგიონში. მის ფოტოობიექტივში მოექცა   გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესები, ასევე, განახლებული მოქმედი ავტომაგისტრალები. ფოტოგადაღებები განხორციელდა ვერტმფრენიდანაც და საავტომობილო გზების ზედხედები და საერთო პეიზაჟები მოიცვა.   

 

ჩვენს ქვეყანას გზებისა და ხიდების მშენებლობის დიდი ისტორია გააჩნია, პატივისცემა მეგზევეების ღირესული თაობებისა და მათი ღვაწლის წინაშე ძალზე მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი პირობაა ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებისთვის. ფოტოგამოფენის მიზანია ამ დარგის პოპულარიზაცია და პრესტიჟის გაზრდა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player