Search

26 სექტემბერი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში ადგილობრივი  მნიშვნელობის ბოდბისხევი-ჯუგაანი-ტიბაანის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაუწევენ მონიტორინგს. ეს ექსპერიმენტული   პროექტია და პირველად ხდება, რომ სოფლად გზის დასაგებად უახლეს ტექნოლოგიას, ბეტონის დამგებ მანქანა-დანადგარს იყენებენ.



აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.



სამშენებლო სამუშაოები ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობით (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება), დაიწყო მიმდინარე წლის აგვისტოში. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ნიუ ენერჯი’’.



2009-2010 წლებში მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ 130 კმ. საავტომობილო გზებზე მოეწყობა ექსპერიმენტული ცემენტ-ბეტონის საფარი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player