Search

22 სექტემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა სატენდერო კომისიის სხდომის II ეტაპი, რომელიც შეეხო შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გაუმჯობესებას. აღნიშნულ სატენდერო სხდომაზე გაიხსნა ტენდერში მონაწილე სამშენებლო კომპანიების მიერ წარმოდგენილი სატენდერო წინადადებები. ტენდერში მონაწილეობა მიიღო 10 კომპანიამ.


გზის რეკონსტრუქციის შედეგად საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო. აღნიშნულ გზაზე გადართული იქნება კახეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაკადი. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას. აღნიშნული გზის პროექტირებისას, ალტერნატიული მიმართულებებიდან, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გამავალი მარშრუტი სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივის გათვალისწინებით შეირჩა.


პროექტის მიზანია, ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულად გადაადგილება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გააუმჯობესებას. აღნიშნული გზის მშენებლობაზე, ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player