Search

19 სექტემბერი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი დავით კირკიტაძე, ქვემო ქართლის რეგიონში (სოფელ ტანძიაში) ქვეში-ძეძმარიანი-ტანძიის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დაესწრებიან. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში პირველად განხორციელდება და სოფლად უახლესი ტექნოლოგიით, ბეტონის გზების დაგებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამშენებლო სამუშაოები ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობით, დასრულდება 2010 წელს.  სამუშაოებს ასრულებს შპს ,,ნიუ-ენერჯი”, საერთო ღირებულება შეადგენს 3 მლნ. 200 ათას ლარს (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება).

2009-2010 წლებში მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ 130 კმ. საავტომობილო გზებზე მოეწყობა ექსპერიმენტული ცემენტ-ბეტონის საფარი.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player