Search

20 სექტემბერი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ხონი საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთს გახსნიან. 


ქუთაისი-ხონი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის მაისში  და დასრულდა სექტემბერში.  მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაციასა და ახლისგაკეთებას, გაბიონების, სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას ასევე, დასრულებულია გზის მონიშვნის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მოძრაობის უსაფრთხოების ელემენტების მონტაჟი.


სამუშაოები შეასრულა შპს ,,ინდიკომ”. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებაა 1 მლნ. 498 ათასი ლარი, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player