Search

11 სექტემბერი, 2009


 საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი - პროგრამა ,,ინოვაცია საგზაო დარგში” - 30 კურსდამთავრებულ სტუდენტს საზეიმო ვითარებაში სერთიფიკატებს გადასცემს. 



საზოგადოებაში საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო სწავლების ინოვაციური გადამზადების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გზებისა და აეროდრომების, ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტების სტუდენტების მიზანმიმართულ და სწარფშემსწავლელ დამატებით მოსამზადებელ 1 თვიან ტრეინინგებს. აღნიშნული ტრეინინგი ჩატარდა იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. გადამზადების პროგრამა უზრუნველყო კომპანია ,,ნიუკასმა”.



ტრენინგის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვა და საგზაო დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. სტუდენტებმა თეორიული კურსის პარალელურად გაიარეს პრაქტიკული კურსი, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player