Search

9 სექტემბერი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 10 კმ-იან მონაკვეთს გახსნის.


გზის რეკონსტრუქციის შედეგად შემცირდება თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო. აღნიშნულ გზაზე გადართული იქნება კახეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის ნაკადი. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას. პროექტირებისას, ალტერნატიული მიმართულებებიდან, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გამავალი მარშრუტი სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივის გათვალისწინებით შეირჩა.

 


აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს, რომელიც განახორციელა შპს ,,მტკვარმა”.
მომდევნო 27 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება სექტემბერში.


პროექტის მიზანია, ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულად გადაადგილება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. აღნიშნული გზის მშენებლობაზე, ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player