Search

3 სექტემბერი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის გამდლის წყარო-ხურვალეთის 8 კმ-იან მონაკვეთს გახსნიან.


აღნიშნულ მონაკვეთზე მარცხენა მიმართულების გზის მოდერნიზაცია ცემენტო-ბეტონის საფარის გამოყენებით დასრულდა და ავტოტრანსპორტის გადართვა მოხდა გამდრის წყაროდან ხურვალეთამდე 8 კმ-იან მონაკვეთზე ორმხრივი მიმართულებით.


გზის გახსნის შემდეგ, როგორც დასავლეთის ისე აღმოსავლეთის მიმართულებით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება უფრო კომფორტული გახდა, რაც განსაკუთრებით იგრძნობა საკურორტო სეზონზე, მოძრაობის გაზრდილი ინტენსივობის პირობებში.


E-60 ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის მშენებლობა  განხორციელდა ახალი ტექნოლოგიით - ცემენტ-ბეტონის საფარის გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ სახელმწიფოებში და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, არის ეკოლოგიურად სუფთა. ექსპლუატაციის პერიოდში რეაბილიტაციას არ საჭიროებს 30-35 წლის განმავლობაში. ეკონომიურია, რადგან აღნიშნული ტიპის საფარზე მოძრაობისას ავტომობილი დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს (მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით).

 

ჩქაროსნული გზატკეცილის პარამეტრები:


• სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი
• მაქსიმალური გრძივი ქანობი - 4 %
• ცალმხრივი სავალი ნაწილის სიგანე - 11,5 მ.
• გამყოფი ზოლის სიგანე - 5.0 მ.
• მოძრაობის ზოლების სიგანე - 3,75 მ.
• საანგარიშო სიჩქარე - 120 კმ/სთ

იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე გზის მოდერნიზაციის სამუშაოებს ახორციელებს კომპანია "Ashtrom internashional ltd ".
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player