Search

21 აგვისტო, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდა ქართლის რეგიონში, (სოფლები საქაშეთი-ვარიანი-ბრეთი) შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 5 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს გაუწევს მონიტორინგს. აღნიშნული სამუშაოები მიმდინარეობს ექსპერიმენტული პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში პირველად ხორციელდება და სოფლად უახლესი ტექნოლოგიით, ბეტონის გზების დაგებას ითვალისწინებს.

აღნიშნულ მონაკვეთზე, სამშენებლო სამუშაოები ითვალისწინებს გერმანული ტექნოლოგიით, ახალი ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობას, რომლის ექსპლუატაციის ვადა საშუალოდ 30-35 წელია. საგზაო ქსელის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

სამშენებლო სამუშაოები ცემენტ-ბეტონის საფარის მოწყობით, დაიწყო მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში და დასრულდება წლის ბოლოს.  სამუშაოებს ასრულებს შპს ,,სსს N1’’, საერთო ღირებულება შეადგენს 2 მლნ. 250 ათას ლარს (სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსება).

2009-2010 წლებში მთავრობის განკარგულების შესაბამისად, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სოფლებთან მისასვლელ 130 კმ. საავტომობილო გზებზე მოეწყობა ექსპერიმენტული ცემენტ-ბეტონის საფარი.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player