Search

18 აგვისტო, 2009


ქალაქ ბათუმში, კინოთეატრ "თბილისში" (მის: ბარათაშვილის ქ.  N6) ეწყობა პროექტის - "საქართველოს გზები – ისტორია და თანამედროვეობა" - პრეზენტაცია. პროექტის ავტორი და ორგანიზატორია საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 18-22 აგვისტოს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი კინოთეატრ "თბილისში" მოაწყობს საქართველოში საავტომობილო გზების მშენებლობის ამსახველი ისტორიული და თანამედროვე ფოტოების გამოფენას.

 

ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ცნობილი ფოტოგრაფების – დიმიტრი ერმაკოვისა და ალექსანდრე როინაშვილის მიერ XIX ს-ის ბოლოსა და XX ს-ის დასაწყისში, ხოლო ფოტოგრაფ გოგა ჩანადირის მიერ მიმიდინარე წელს გადაღებული ფოტოები.

 

პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ფოტოგადაღებებს აწარმოებდა საქართველოს ყველა რეგიონში. მის ფოტოობიექტივში მოექცა გზებისა და ხიდების რეაბილიტაციისა და მშენებლობის პროცესები. ასევე, განახლებული მოქმედი ავტომაგისტრალები. ფოტოგადაღებები განხორციელდა ვერტმფრენიდანაც.

 

ჩვენს ქვეყანას გზების, ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის დიდი ისტორია გააჩნია, პატივისცემა მეგზევეების ღირესული თაობებისა და მათი ღვაწლის წინაშე ძალზე მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი პირობაა ამ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგის განვითარებისთვის. ფოტოგამოფენის მიზანია ამ დარგის პოპულარიზაცია და პრესტიჟის გაზრდა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player