Search

15 აგვისტო, 2009



საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორის საავტომობილო გზის 14,3 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას დაათვალიერებს.


აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის საფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით და ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას (ორი ფენა). ასევე, ხელოვნური ნაგებობების აღდგენას, გაბიონების, სანიაღვრე სისტემისა და საგზაო ნიშნების მოწყობას. სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის დაფინანსებით შეადგენს 2 მლნ. 864 ათას ლარს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. ,,დ და გ ტექლოლოგი”.


აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს გზის გამტარუნარიანობის გაზრდასა და დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებას. ასევე, მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


აღსანიშნავია, რომ 2009-2010 წლებში საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს შიდასახელმწიფოებრივი და ადგილობრივი მნიშვნელობის 550 კმ გზაზე, სადაც გამოყენებული იქნება საგზაო მშენებლობის მსოფლიოში აპრობირებული სხვადასხვა ტექნოლოგიები.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player