Search

13 აგვისტო, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-თელავი საავტომობილო გზის 33 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაუწევს მონიტორინგს.

აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის (ასფალტის) შემასწორებელი ფენის დაგებას და ზედაპირულ დამუშავებას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები) და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და დასრულდება წლის ბოლოს. სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით შეადგენს 7 მლნ. 200 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „სერპანტინი”.

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player