Search

7 აგვისტო, 2009


დღეს, 7 აგვისტოს, 19:00 სთ-ზე, იხსნება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის იგოეთი-სვენეთის 25 კმ-იანი მონაკვეთი.

 

E-60 ავტომაგისტრალის იგოეთი-სვენეთის მონაკვეთის მშენებლობა  განხორციელდა ახალი ტექნოლოგიით - ცემენტ-ბეტონის საფარის გამოყენებით, რომელიც აპრობირებულია განვითარებულ სახელმწიფოებში და გამოირჩევა განსაკუთრებული სიმტკიცით, არის ეკოლოგიურად სუფთა. ექსპლუატაციის პერიოდში რეაბილიტაციას არ საჭიროებს 30-35 წლის განმავლობაში. ეკონომიურია, რადგან აღნიშნული ტიპის საფარზე მოძრაობისას ავტომობილი დაახლოებით 10 პროცენტით ნაკლებ საწვავს მოიხმარს (მსოფლიო ბანკის ექსპერტთა დასკვნის მიხედვით).



ჩქაროსნული გზატკეცილის პარამეტრები:

•    სავალი ზოლების რაოდენობა - 4 ზოლი

 

•    მაქსიმალური გრძივი ქანობი - 4 %

 

•    ცალმხრივი სავალი ნაწილის სიგანე - 11,5 მ.

 

•    გამყოფი ზოლის მინიმალური სიგანე - 4.0 მ.

 

•    მოძრაობის ზოლების სიგანე - 3,75 მ.

 

•    საანგარიშო სიჩქარე - 120 კმ/სთ

 

იგოეთი-სვენეთის მონაკვეთზე გზის მოდერნიზაციის სამუშაოებს ახორციელებს კომპანია ,,Ashtrom internashional ltd".


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player