Search

9 აგვისტო, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი კახეთის რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა-ფშაველი-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 99 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაუწევს მონიტორინგს.

აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გზის (ასფალტის) შემასწორებელი ფენის დაგებას და ზედაპირულ დამუშავებას. ასევე, ხელოვნური ნაგებობების, კიუვეტებისა (სადრენაჟო არხები)  და სანიაღვრე სისტემების აღდგენას. საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წელს და დასრულდება 2010 წელში. სამუშაოების ღირებულება მსოფლიო ბანკის თანადაფინანსებით შეადგენს 14 მლნ. 500 ათას ლარს, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „კავკასავტომაგისტრალი”.

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას, მჭიდროდ დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player