Search

6 აგვისტო, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საგზაო-სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში გადამზადების პროგრამის მეორე ეტაპს - პრაქტიკული მეცადინეობის დაწყებას დაესწრება. ტრეინინგ-კურსი სახელწოდებით ,,ინოვაცია საგზაო დარგში”, დაიწყო მიმდინარე წლის 29 ივლისს. აღნიშნული ტრენინგის ჩატარებას უზრუნველყოფს კომპანია ,,ნიუკას”-ი.

საზოგადოებაში საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაიწყო სწავლების ინოვაციური გადამზადების პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს გზებისა და აეროდრომების, ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტების სტუდენტების მიზანმიმართულ და სწარფშემსწავლელ დამატებით მოსამზადებელ 3 კვირიან ტრეინინგებს. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

ტრენინგის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვა და საგზაო დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player