Search

31 ივლისი, 2009


1 აგვისტოს, 13:00 საათზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე დაესწრებიან საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის მე-100 კმ-ზე, მდ. კუბისწყალზე მარჯვენა მიმართულებით ახალი საავტომობილო ხიდის გახსნას.

 

აღნიშნული ხიდის ავარიულობის გამო, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დღემდე ხორციელდებოდა დროებითი ხიდის კონსტრუქციის გავლით, რაც დისკომფორტს უქმნიდა ქ. ბათუმის მიმართულებით მიმავალ ავტოტრანსპორტის ინტენსიურ ნაკადებს.

 

წელს, პროექტით გათვალისწინებული იყო ძველი ხიდის დაშლა-დემონტაჟი და მის ადგილას მდინარე კუბისწყალზე, ახალი ერთმალიანი, რკინა-ბეტონის ხიდის მშენებლობა, რომლის საერთო სიგრძე 27 მეტრია, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 7,5 მეტრი. ასევე, ახალი ხიდის ექსპლოატაციაში მიღების შემდეგ, დროებითი ხიდის  დემონტაჟი და მის ადგილზე ახალი, პარალელური ხიდის მშენებლობა. მარცხენა მიმართულებით ხიდის მშენებლობა დაიწყება საკურორტო სეზონის დასრულების შემდეგ.

 

აღნიშნული ხიდის სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილის თვეში. სამუშაოებს აწარმოებს შპს ,,ხიდი”, რომლის ღირებულებაც შეადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით 1 მლნ. 254 ათას ლარს.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player