Search

28 ივლისი, 2009


 

დღეს, 13:00 საათზე საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და კომპანია ,,ნიუკაზის” ხელმძღვანელი ქეთი მელაძე გამართავენ პრეზენტაციას გადამზადების პროგრამაზე ,,ინოვაცია საგზაო დარგში”.
 


საზოგადოებაში საგზაო დარგის პოპულარიზაციისა და პრესტიჟის ამაღლების მიზნით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი იწყებს სწავლების ინოვაციური გადამზადების პროგრამას, რომელიც ითვალისწინებს გზებისა და აეროდრომების, ხიდებისა და გვირაბების ფაკულტეტების სტუდენტების მიზანმიმართულ და სწარფშემსწავლელ დამატებით მოსამზადებელ 3 კვირიან ტრეინინგებს. აღნიშნული ტრენინგი ჩატარდება იმ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, რომელსაც ხელი მოეწერა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. გადამზადების პროგრამას უზრუნველყოფს კომპანია ,,ნიუკაზი”.



ტრენინგის მიზანია, უზრუნველყოს სტუდენტებისათვის სასწავლო პროცესის უფრო ხარისხიანად წარმართვა და საგზაო დარგის კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. სტუდენტები თეორიული კურსის პარალელურად გაივლიან პრაქტიკულ კურსს, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ ლაბორატორიებში.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player