Search

24 ივლისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი სამეგრელოს რეგიონში, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 18,3 კმ-იან მონაკვეთს გახსნის.

აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებდა გზის საფუძვლის მოწყობას რეციკლირების მეთოდით და ახალი ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას (ორი ფენა). ასევე, ხელოვნური ნაგებობების აღდგენას, გაბიონების, საიაღვრე სისტემების, საგზაო ნიშნების მოწყობისა და გზის მონიშვნის სამუშაოებს. მარტვილი-ტალერი-ჩხოროწყუს საავტომობილო გზის 18,3 კმ-იან მონაკვეთზე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ოთხ სახიდე გადასასვლეს.

კერძოდ:

 
•    ხიდი მდ. ოჩხამურზე - 21 მეტრი
•    ხიდი ატამას ხევზე - 14 მეტრი
•    ხიდი მდ. შებეზე - 20 მეტრი
•    ხიდი მდ. გაუზე - 20 მეტრი

სარეაბილიტაციო სამუშაოების ღირებულებამ სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით შეადგინა 9 მლნ. 957 ათასი ლარი, აღნიშნულ მონაკვეთზე სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. „არქეოპოლისმა”.

აღნიშნულ მიმართულებაზე საგზაო ქსელის რეაბილიტაცია, ხელს შეუწყობს გზებზე ავტოტრანსპორტის გამტარუნარიანობის გაზრდას, დასახლებულ პუნქტებს შორის ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player