Search

27 დეკემბერი, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარეს ახალი მოადგილე ჰყავს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ ვაჟა ფანჩულიძე დაინიშნა.

აღნიშნული თანამდებობა ერთი თვის წინ გახდა ვაკანტური, როდესაც თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილედ იქნა გადაყვანილი.

ვაჟა ფანჩულიძე განათლებით იურისტია. მან 2005 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი მაგისტრის ხარისხით. საქართველოს მთავარ პროკურატურასა და საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე. საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობის დაკავებამდე იყო იურიდიულ-საკონსულტაციო ცენტრის შ.პ.ს ”ეი ფი ლეგალის” დირექტორი.  ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. დაოჯახებულია.

ვაჟა ფანჩულიძე დეპარტამენტში გზების ადმინისტრირების, ტექნიკური ზედამხედველობისა და მონიტორინგის,  იურიდიული საკითხებისა და აპარატის გამართულად მუშაობის მიმართულებებს გაუწევს კურატორობას. 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player