Search

30 დეკემბერი, 2013


დეპარტამენტი ზამთარში გზების განვლადობაზე პასუხისმგებელი კომპანიების  მონიტორინგს ახორციელებს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ვაჟა ფანჩულიძემ  გზების მონიტორინგის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის 139 კმ-იანი საავტომობილო გზის განვლადობის მდგომარეობა დაათვალიერა. მონიტორინგის ფარგლებში, დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პირმა, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზის მოვლა-შენახვაზე პასუხისმგებელი კომპანიის - ”საქართველოს სამხედრო გზის” მიერ მოწყობილ 6 საყრდენ პუნქტში ქვიშა-მარილისა და  საწვავის მარაგი, ადამიანური რესურსების მობილიზების დონე, თოვლმწმენდი და სხვა სპეციალური მექანიზმების მდგომარეობა ადგილზე შეამოწმა.

დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, ასევე, ადგილზე დაათვალიერა ლარსის გამშვები პუნქტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე არსებული ხიდის რეაბილიტაციის პროცესი.

აღსანიშნავია, რომ რთული მეტეოროლოგიური პირობების ფონზე, აღნიშნული გზის გაწმენდის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობდა და დიდთოვლობის მიუხედავად, ავტოტრანსპორტის განვლადობა შენარჩუნებული იყო. თუმცა, კობი-გუდაურის მონაკვეთზე კვლავ რჩებოდა  მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით გადაადგილების აუცილებელი რეჟიმი.

დღეისათვის, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ყველა მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალ რეჟიმში ხორციელდება. ჩრდილიანი ადგილები, დაღმართები და მრუდმოსახვევიანი მონაკვეთები კი ქვიშა-მარილის ნარევით სისტემატიურად მუშავდება.

ზამთარში გზების მოვლა-შენახვის სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მონიტორინგს აგრძელებს და ქვეყნის მასშტაბით 34 ზონის წარმომადგენელ საგზაო კომპანიებს შეამოწმებს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player