Search

12 დეკემბერი, 2013


საქართველოს  რეგიონებში  საავტომობილო გზებზე  დაწესებული  რეჟიმები

კახეთი

ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანიგომბორითელავის საავტომობილო გზის კმ1–კმ65 (ვაზიანითელავი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ინტენსიური თოვისა გამო, თბილისიბაკურციხელაგოდეხის საავტომობილო გზის კმ21–კმ119 (თბილისიწნორი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ქვემო ქართლი

 ინტენსიური თოვისა და ლიპყინულის გამო, კოდაფარცხისიმანგლისიწალკანინოწმინდის საავტომობილო გზის კმ20–კმ95 (ფარცხისინარდევანი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ინტენსიური თოვის გამო, თბილისის შემოსავლელი საავტომობილო გზის კმ1–კმ49 (ზაჰესირუსთავი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

 მცხეთამთიანეთი

 თოვლისა და ლიპყინულის გამო, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის ჟინვალი-ლარსის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით, ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა გუდაური-კობის მონაკვეთზე ხორციელდება ზვავდამცავი გვირაბების გავლით.

გზის  დანარჩენ  მონაკვეთზე  ავტოტრანსპორტის  მოძრაობა  თავისუფალია.

შიდა ქართლი

 ინტენსიური თოვის გამო, თბილისისენაკილესელიძის საავტომობილო გზის კმ28–კმ156 (ნატახტარიხუნევი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 

 სამცხეჯავახეთი

დიდთოვლობის  გამო, ბორჯომიბაკურიანიახალქალაქის საავტომობილო გზის კმ1-კმ30 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალია.

 იმერეთი

თოვლისა და ქარბუქის გამო, გომისაჩხერეჭიათურაზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1–კმ106 (გომიზესტაფონი) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო, ქუთაისიტყიბულიამბროლაურის საავტომობილო გზის კმ1–კმ56 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა კმ1-კმ36 მონაკვეთში თავისუფალია, ხოლო კმ36–კმ56 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთში დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ინტენსიური თოვის გამო, ჩოლაბურის ხიდითერჯოლატყიბულის საავტომობილო გზის კმ1–კმ29 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

გზის დანარჩენ მონაკვეთებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სამეგრელოზემო სვანეთი

 დიდთოვლობის  გამო, ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ70-კმ188 (ხაიში-უშგული) მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ამავე გზის კმ1-კმ70 მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გურია

დიდთოვლობის გამო, საჯავახოჩოხატაურიოზურგეთიქობულეთის საავტომობილო გზის კმ1-კმ54 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

აჭარა

დიდთოვლობის  გამო, ბათუმიახალციხის საავტომობილო გზის კმ10-კმ106 მონაკვეთში აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player