Search

18 ივლისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი და პრეზიდენტის რწმუნებული მცხეთა-მთიანეთში ცეზარ ჩოჩელი დუშეთის რაიონში, შიდასახელმწიფოებრივი  მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53 კმ-ზე მდინარე ჩილდირის ხევზე არსებულ სახიდე გადასასვლელს გახსნიან.

 


აღნიშნულ ხიდზე ავარიულობის გამო, მიმოსვლა პარალიზებული იყო. აღდგენილ იქნა რკინა-ბეტონის ხიდის სავალი ნაწილი, მოეწყო დამცავი სარეგულაციო გაბიონები და აღდგენილ იქნა ხიდთან მისასვლელი ყრილი. არსებული ხიდის საერთო სიგრძეა 31 მეტრი, ხოლო სავალი ნაწილის სიგანე 5,9 მეტრი.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო მიმდინარე წლის აპრილის თვეში. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს. ,,საგზაო 19”. აღნიშნული ხიდის რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს ავტოტრანსპორტის კომფორტულ გადაადგილებასა და მოსახლეობის სოციალური მდომარეობის გაუმჯობესებას.
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player