Search

15 ივლისი, 2009


საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ტყეშელაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე რამაზ ნიკოლაიშვილი საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სექციის, სვენეთი-რუისის 15 კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დაწყებას დაესწრებიან. ადგილზე გადაეცამათ კონტრაქტები სვენეთი-რუისის მონაკვეთის ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებს.


სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები ყველაზე რთული და მასშტაბურია საქართველოში გზების მშენებლობის ისტორიაში. იგი საგზაო-სამშენებლო ნაგებობათა თითქმის ყველა სახეობას მოიცავს. ეს ერთ-ერთი ყველაზე მაშტაბური პროექტია ამიერკავკასიაში. ამ პროექტზე დასაქმებულთა უმეტესობა საქართველოს მოქალაქეები იქნებიან.
 
აღნიშნულ მონაკვეთზე, მოეწყობა გზის ცემენტ-ბეტონის საფარი.

პროექტით გათვალისწინებულია ორი, პარალელური ესტაკადის (თითო ორ ზოლიანი) მშენებლობა:
ესტაკადის პარამეტრები:

•    სიგრძე - 877 მეტრი
•    მალების რაოდენობა - 20
•    სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5 მეტრი

ასევე, ამ მონაკვეთზე აშენდება ორი, პარალელური (თითო ორ ზოლიანი) გვირაბი.
გვირაბის პარამეტრები :

•    სიგრძე - 800 მეტრი
•    სავალი ნაწილის გაბარიტი - 11,5 მეტრი

გვირაბი აშენდება ახალი, ავსტრიული ტექნოლოგიით, რაც ითვალისწინებს გვირაბის მშენებლობას ოპტიმალური სამაგრის შერჩევით. ეს მეთოდი აპრობირებულია მსოფლიოს მრავალ, განვითარებულ ქვეყანაში.
სვენეთი-რუისის მონაკვეთის მოდერნიზაცია-მშენებლობის სამუშაოები განხორციელდება მსოფლიო ბანკისა და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ერთობლივი თანადაფინანსებით. სამუშაოებს განახორციელებს აზერბაიჯანული კომპანია ,,აკორდი’’ და იტალიური კომპანია ,,ტოდინი’’.
აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობა 2011 წელს დასრულდებადა და პროექტის საერთო ღირებულება დაახლოებით 250 მლნ. ლარს შეადგენს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player