Search

29 ნოემბერი, 2013


დეპარტამენტის წარმომადგენლები ნიუ დელიში სახელმწიფო შესყიდვების სასწავლო  პროგრამა გაიარეს

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმოამადგენლები: სოფო ღვინჯილია, ლევან ყანდაშვილი, ილია მესხიშვილი, ასევე, დეპარტამენტში მსოფლიო ბანკის კონსულტანტები გურანდა მაჩაიძე და იანა სამხარაძე მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, 6–15 ნოემბერს  სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ადგილობრივ და საერთაშორისო სასწავლო პროგარამას დაესწრნენ. აღნიშნულ პროგრამაში მონაწილობა მიიღეს შემდეგმა ქვეყნებმა: საქართველო, აზერბაიჯანი და იემენი.

პროგრამა სახელმწიფო შესყიდვების ჯგუფმა (PPG)   ვაშინგტონის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტთან ერთად  ნიუ დელიში „სახელმწიფო შესყიდვებში“ მერვე სასწავლო პროგრამის ფარგლებში  ჩაატარა, იგი ყოველწლიურად ტარდება და მასში სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას.

აღნიშნული პროგრამა დაფუძნებულია ILI-ის სასწავლო პროგრამაზე სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და   მას  რ. სრინივასანი ( PPG–ის თავმჯდომარე)  ატარებს , PPG–ის თავმჯდომარე ამავე დროს  ILI პროგრამის კურსის ხელმძღვანელია, რომელიც აშშ–ში კერძოდ,  ვაშინგტონში ტარდება.

პროგრამა მოიცავდა ინსტიტუციურ, სამართლებრივ და პროცედურულ საკითხებს, რომლებიც სახელმწიფო უწყებების მიერ საქონლის, სამუშაოებისა და მომსახურებების შესყიდვის შემადგენელი ნაწილია. პროგრამის ფარგლებში, ასევე, განიხილეს გამჭვირვალობის, ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გამუმჯობესების გზები; მონაწილეებს მიეწოდათ პროექტთან დაკავშირებული შესყიდვების ციკლის დეტალური ანალიზი. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები ასევე გაეცნენ შემდეგ საკითხებს:  სახელმწიფო შესყიდვის როლი, შესყიდვების სისტემა და ორგანიზება, სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული რეფორმები,  ეროვნული და საერთაშორისო ტენდერი (NCB და ICB), შესყიდვის სხვა მეთოდები, კონსულტანტების შერჩევა და  დავების გადაწყვეტის პროცედურები.

კურსის ორგანიზატორებმა აღნიშნეს, რომ დეპარტამენტის წარმომადგენლები აქტიურები და კარგად ინფორმირებულები იყვნენ, რამაც კურსის ინტერაქტიულობას შეუწყო ხელი, რისთვისაც საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კურსის მონაწილეებს მადლობა გადაუხადეს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player