Search

27 ნოემბერი, 2013


დეპარტამენტი აზიის განვითარების ბანკის ფორუმზე 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა 20-22 ნოემბერს ქ. მანილაში აზიის განვითარების ბანკის მიერ ორგანიზებულ ფორუმში მიიიღო მონაწილეობა. აღნიშნულ ფორუმზე გიორგი ამაშუკელთან ერთად, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენელი უჩა ძიმისტარიშვილიც იმყოფებოდა.
ფორუმზე განხილული იყო საერთაშორისო პროექტების სათანადოდ დაგეგმვისა და წარმატებით განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. აღმასრულებელი და განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლები აგრეთვე გაეცნენ აზიის განვითარების ბანკის (ADB) შიდა პროცედურებსა და მოთხოვნებს.
ADB – ის ფორუმზე აზიის განვითარების ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტების მთლიან ციკლთან დაკავშირებულ ინტერაქტიულ განხილვებს 3 დღე დაეთმო, სადაც მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ შემდეგ ძირითად საკითხებს: 
• კარგი პროექტების შემუშავება/პროექტირება;
• პროექტების განხორციელების მართვა;
• აზიის განვითარების ბანკის შესყიდვების პროცედურები;
• პროექტის შედეგების შეფასება და კონტროლი;
 
ფორუმში მონაწილეობა მიიღეს აზიის განვითარების ბანკის შესაბამისი სექტორის გამოცდილმა სპეციალისტებმა, მთავრობის წარმომადგენლებმა და ლიდერებმა.
 

   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player