Search

24 ნოემბერი, 2013


ზაჰესი-ნატახტარის მონკვეთზე მოძრაობა  შეიზღუდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ21) ასფალტბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით დაწესებული იყო მოძრაობის დროებითი რეჟიმი.

აღნიშნულ მონაკვეთზე, 23 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით ავტოტრანსპორტის მოძრაობა  თავისუფალ რეჟიმში ხორციელდებოდა.

2013 წლის 25 ნოემბრის დილის 06.00 საათიდან ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ21) კვლავ იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება მარცხენა (მცხეთა-თბილისი) მიმართულებაზე.

თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის დასახლების მიმართულებით.

მცხეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის (მარცხენა მიმართულება) პანდუსის გავლით თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის დასახლების მიმართულებით.

მცხეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ზაჰესი-მცხეთა-გორის საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 12 ნოემბერს (№20/8-2320904) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების (მარჯვენა მიმართულების I ეტაპი) შესაბამისად.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player