Search

14 ივლისი, 2009


საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება სატენდერო კომისიის სხდომა, სადაც მოხდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 27 კმ-იანი მონაკვეთის გაუმჯობესებაზე ტენდერში მონაწილე პრეტედენტების წინასაკვალიფიკაციო შერჩევა.

გზის რეკონსტრუქციის შედეგად საგრძნობლად შემცირდება თბილისიდან-თელავამდე მგზავრობის დრო. აღნიშნულ გზაზე გადართული იქნება კახეთისაკენ მიმავალი ავტოტრანსპორტის მნიშვნელოვანი ნაკადი. გზის რეკონსტრუქცია ხელს შეუწყობს რეგიონული ინფრასტრუქტურის განვითარებას. გზის პროექტირებისას, ალტერნატიული მიმართულებებიდან, მჭიდროდ დასახლებულ რაიონებში გამავალი მარშრუტი სწორედ, ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების პერსპექტივის გათვალისწინებით შეირჩა.

პროექტის მიზანია, ავტოტრანსპორტის უფრო კომფორტულად გადაადგილება, რომელიც უზრუნველყოფს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გააუმჯობესებას. აღნიშნული გზის მშენებლობაზე, ასობით საქართველოს მოქალაქე დასაქმდება. 
 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player