Search

20 ნოემბერი, 2013


 ზაჰესი-ნატახტარის მონკვეთზე მოძრაობა ახალი რეჟიმით განხორციელდება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები.

აღნიშნული გზის კმ17-კმ21 თბილისი-მცხეთის მონაკვეთის მარჯვენა მიმართულებაზე ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 21 ნოემბრის დილის 07.00 საათიდან იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება მარცხენა (მცხეთა-თბილისი) მიმართულებაზე.

თბილისის მიმართულებით მოძრავი ავტოტრანსპორტის ნაკადი გადაერთვება თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის დასახლების მიმართულებით.

მცხეთიდან თბილისისკენ მიმავალი ავტოტრანსპორტი იმოძრავებს მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის (მარცხენა მიმართულება) პანდუსის გავლით თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე ზაჰესის დასახლების მიმართულებით.

მცხეთის მიმართულებით ავტოტრანსპორტი იმოძრავებს ზაჰესი-მცხეთა-გორის საავტომობილო გზის მარცხენა მიმართულებაზე.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 12 ნოემბერს (20/8-2320904) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების (მარჯვენა მიმართულების I ეტაპი) შესაბამისად.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player