Search

14 ნოემბერი, 2013


 ქობულეთის შემოვლითი გზის დასრულებულ მონაკვეთზე მოძრაობა დროებით ოზურგეთი-ქობულეთის გზის გავლით ხორციელდება

ქობულეთის შემოვლითი გზის ლოტი I მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვებისათვის საჭირო გახდა ტრასის ბოლო მონაკვეთის საჯავახო-ოზურგეთი-ქობულეთის /გზის ოზურგეთი-ქობულეთის მონაკვეთთან (კმ67-კმ71) მიერთება.

აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარი დაზიანებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. ქობულეთის შემოვლით გზაზე გადართული ავტოტრანსპორტის ნაკადები ამ გზით ისარგებლებენ, შესაბამისად, აღნიშნულ გზაზე  გაიზრდება ავტოსატრანსპორტო საშუალებების, მათ შორის მძიმეწონიანი მანქანების მოძრაობა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით დაიგეგმა დამატებითი სამუშაოები, რაც ოზურგეთი-ქობულეთის გზის 4,3 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს (არსებული /გზის სარეაბილიტაციო მონაკვეთის სიგრძეა 3,85კმ, ხოლო მიერთების სიგრძე 0,45 კმ).

პროექტით გათვალისწინებულია არსებული გზის სავალი ნაწილის დაზიანებული /ბეტონის საფარის განახლება 2,43კმ-იან მონაკვეთზე. ხოლო დანარჩენ 1,83კმზე მოეწყობა ანაკრები რკინაბეტონის ფილები. რამდენიმე მონაკვეთზე, გამტარუნარიანობის მისაღწევად ჩატარდა გზის გაფართოვების სამუშაოები.

•      გზის სავალი ნაწილის სიგანე – 6.5

•      გზის გვერდულების სიგანე 1.52.0

ასევე, პროექტი ითვალისწინებს დასახლებულ ადგილებში ტროტუარების მოწყობას, არსებული წყალგამტარი მილების რეაბილიტაციასა და ახალი მილების მოწყობას. გათვალისწინებულია როგორც სტანდარტული, ასევე, ინდივიდუალური ტიპის საგზაო ნიშნებისა და საგზაო მონიშვნის მოწყობა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player