Search

11 ნოემბერი, 2013


ზაჰესი–ნატახტარის მონაკვეთზე საფარის განახლების სამუშაოების  III ეტაპი დაიწყო

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნული გზის კმ21-კმ25 (მცხეთა-საგურამოს) მონაკვეთზე მარცხენა მიმართულებით  (საგურამო-მცხეთა)   მეორე ეტაპის სამუშაოები დასრულდება 2013 წლის 11 ნოემბრის დღის 13:00 საათზე და ამ დროიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება თავისუფალ რეჟიმში.

ამავე დროს, აღნიშნული გზის კმ25-კმ27 (საგურამო-ნატახტარი) მონაკვეთზე, მარცხენა მიმართულებით (ნატახტარი-საგურამო ) ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების (III ეტაპი)   დაწყებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 11 ნოემბრის დღის 13:00 საათიდან იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნატახტარი-საგურამოს  მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება  თბილისი-ნატახტარის მარჯვენა მიმართულებაზე და მოძრაობა განხორციელდება ორმხრივ რეჟიმში.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 25 ოქტომბერს (№20/8-2121335) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების (III ეტაპი) შესაბამისად.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player