Search

6 ნოემბერი, 2013


ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთზე ასფალტის საფარი განახლდება

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტრის 10,73 კმ-იანი მონაკვეთი დედაქალაქის გასასვლელიდან ნატახტრის სატრანსპორტო კვანძამდე გრძელდება და ის ქვეყნის ძირითადი ავტომაგისტრალის ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული მონაკვეთი ავტოტრანსპორტის, მათ შორის მძიმეწონიანი სატვირთო მანქანების მოძრაობის დიდი ინტენსივობით ხასიათდება, რის გამოც გზის არსებული სამოსი (ასფალტის ზედა ფენა) მნიშვნელოვნად არის დაზიანებული.

ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთის რეაბილიტაციის პროექტით გათვალისწინებულია: ასფალტ-ბეტონის ზედა ფენის განახლება, წყალგამტარი მილებისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, კიუვეტების გაწმენდა, არსებული რკინა-ბეტონის მილებისა და გზის საყრდენი კედლების შეკეთება, საგზაო ნიშნების დამონტაჟება და გზის მონიშვნა, ასევე, აღნიშნულ გზაზე არსებული ესტაკადის, 2 გზაგამტარისა და 2 ხიდის რეაბილიტაცია.

ამჟამად, ზაჰესი-ნატახტრის მონაკვეთზე მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საცვეთი ფენის განახლების, გზის დაზიანებული კერების დამუშავებისა და გვერდულების გაწმენდის სამუშაოები 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player