Search

2 ნოემბერი, 2013


საგურამო-მცხეთის მონაკვეთზე გზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით მოძრაობის რეჟიმი დროებით შიცვლება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) მიმდინარეობს ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები. თბილისი-მცხეთის მონაკვეთზე (კმ17-კმ21) მცხეთა-თბილისის მიმართულებით პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება 2013 წლის 3 ნოემბრის დილის 06:00 საათზე და ამ დროიდან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგება თავისუფალ რეჟიმში.

ამავე დროს, აღნიშნული გზის კმ21-კმ25 (მცხეთა-საგურამო) მონაკვეთზე, მარცხენა მიმართულებით (საგურამო-მცხეთა) ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების (II ეტაპი) დაწყებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 3 ნოემბრის დილის 06:00 საათიდან იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა საგურამო-თბილისის მიმართულებით. ავტოტრანსპორტის მოძრაობა გადართული იქნება თბილისი-ნატახტარის მარჯვენა მიმართულებაზე და მოძრაობა განხორციელდება ორმხრივ რეჟიმში.

 აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 25 ოქტომბერს (№20/8-2121335) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემების (II ეტაპი) შესაბამისად.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player