Search

31 ოქტომბერი, 2013


მდინარე კისისხევზე არსებული ხიდი დაზიანდა

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ახმეტა–თელავი–ბაკურციხის საავტომობილო გზის 35–ე კმ–ზე, მდინარე კისისხევზე არსებული ხიდი გუშინ ღამე ნაწილობრივ დაზიანდა.

დეპარტამენტის მიერ ადგილზე გაგზავნილია საპროექტო ჯგუფი, მობილიზებულია სამშენებლო ორგანიზაციები და დაწყებულია  ხიდის აღდგენითი სამუშაოები.

დაზიანების სირთულიდან გამომდინარე, აღნიშნული სამუშაოები გარკვეულ ვადას მოითხოვს.

მიუხედავად აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობისა აღნიშნულ ხიდზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შენარჩუნებული იქნება.

საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობის ამსახველ ფოტომასალას პერიოდულად მოგაწვდით.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player