Search

30 ოქტომბერი, 2013


მდ.ჭოროხზე 445-მეტრიანი ხიდის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 110- კმ-ზე, მდ.ჭოროხზე არსებულ 445 მეტრიან ხიდზე ჩატარებული კვლევების საფუძველზე, მიმდინარე წელს  სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, რაც ხიდის ბურჯების გამაგრებასა და მის კაპიტალურ შეკეთებას ითვალისწინებს. კერძოდ, ხიდის რეაბილიტაციის პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია: ნაბურღ-ნატენი ხიმინჯების მოწყობა და ბურჯების გაძლიერება; ხიდის სავალ ნაწილზე წყალგამშვები სისტემის, ხოლო ტროტუარებზე წყალსარინი რკინა-ბეტონის ფილის მოწყობა; ლითონის მოაჯირების გაწმენდა, თვალამრიდების შეღებვა და ხიდის ორივე მისასვლელზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება ფრეზირების ტექნოლოგიით. Mმისასვლელებზე, განახლდება ლითონის ზღუდარები და დამონტაჟდება ახალი საორიენტაციო ბოძკინტები.

აღნიშნული ხიდი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საგზაო კომუნიკაციაა და ის თურქეთ-საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მდებარეობს.

ამჟამად, მიმდინარეობს ხიდის ბურჯების გამაგრება, ხიმინჯების ბურღვა-დაბეტონება და სავალ ნაწილზე ტროტუარების შეკეთება.

სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და წლის ბოლომდე დასრულდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player