Search

28 ოქტომბერი, 2013


არჩევნების დასრულების შემდეგ თბილისი–მცხეთის მონაკვეთზე მოძრაობის შეზღუდვები ისევ ამოქმედდა

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთის მონაკვეთზე (კმ17-კმ21)  მიმდინარე ასფალტობეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით, 2013 წლის 29 ოქტომბრის დილის 06:00 საათიდან მცხეთიდან თბილისის მიმართულებით ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება (აღნიშნულ მონაკვეთზე, 26 ოქტომბერს, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით შეჩერდა და მოძრაობის შეზღუდვის  რეჟიმი მოიხსნა).

დაწესებული რეჟიმის მიხედვით, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთისაკენ განხორციელდება არსებული გზის მარჯვენა მიმართულებაზე, ხოლო დასავლეთიდან მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გადართული იქნება თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული დროებითი რეგულირების მიუხედავად, სატრანსპორტო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შეუფერხებლად, ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმში. 

დროებითი რეჟიმით გადაადგილება განხორციელდება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან 2013 წლის 18 ოქტომბერს (#20/8-2074608) შეთანხმებული ავტოტრანსპორტის ნაკადის დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის (I ეტაპი) შესაბამისად.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player