Search

26 ოქტომბერი, 2013


მცხეთა– თბილისის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით გახსნილია

საერთაშორსო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესეიძის საავტომობილო გზის ზაჰესი–ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17–კმ27) საავტომობილო გზაზე ასფალტ–ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდებოდა, რის გამოც მცხეთა–თბილისის ოთხზოლიან მონაკვთზე (კმ17–კმ21) მარცხენა მიმართულებით (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) ავტოტრანსპორტის მოძრაობა 22 ოქტომბრიდან აკრძალული იყო. აღნიშნულ მონაკვეთზე არჩევნებათან დაკავშირებით, გაზრდილი ტრანსპორტის  ინტესივობის გამო მოძრაობის შეზღუდვის რეჟიმი 26 ოქტომბრის 21 საათიდან  დროებით მოხსნილია და ზაჰესი–ნატახტარის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player