Search

26 ოქტომბერი, 2013


დავით შავლიაშვილი კლდის ფერდობების გამაგრების სამუშაოებს დაესწრო

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგიამაშუკელმა საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის /გზის კმ117-კმ119 მონაკვეთზე კლდის ფერდობების ჩამოწმენდისა და გამაგრების სამუშაოების მიმდინარეობა კიდევ ერთხელ დაათვალიერეს.
აღნიშნულ მონაკვეთზე არსებული კლდიდან ქვათაცვენის პროცესი გააქტიურდა, რაც გზით მოსარგებლე ავტოტრანსპორტს საფრთხეს უქმნიდა.
საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ, ადგილზე არსებული მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებში კლდის გამაგრებისა და უსაფრთხოების ზომების გატარების სამუშაოები დაიწყო.
პროექტი ითვალისწინებს გზის 3 კმ-იან მონაკვეთზე არსებული კლდის ფერდობების ჩამოწმენდას ქანების არამყარი ნაწილებისა და ბუჩქებისაგან; კლდის გზისპირა მხარეს ბადის დასამაგრებელი ანკერებისა და მავთულის ბადეების მოწყობას.
ამჟამად, მიმდინარეობს კლდის გაწმენდისა და მავთულის ბადეების მოწყობის სამუშაოები. აღნიშნული პროექტი უზრუნველყოფს ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის ქვათაცვენისაგან დაცვას და მათ უსაფრთხო გადაადგილებას.
პროექტის ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით 1 მლნ 771.8 ათას ლარს შეადგენს.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს ..სამშენებლო კომპანია ბათუმი ”.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player