Search

25 ოქტომბერი, 2013


დავით შავლიაშვილმა აჭარაში სტიქიისაგან დაზიანებულ გზაზე საპროექტო სამუშაოები მოინახულ

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, აჭარაში 19-20 ოქტომბერს ჭარბი ნალექისა და თანდართული ძლიერი ქარის გამო დაზიანებული საგზაო მონაკვეთები მოინახულეს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელობა საპროექტო ორგანიზაციის ექსპერტებს ადგილზე შეხვდა და მათთან ერთად სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის ღონისძიებები განიხილა.

სენაკი-ფოთი-სარფის /გზის კმ118-კმ119 მონაკვეთზე, სარფის ტერიტორიაზე, ძლიერი შტორმის შედეგად, ნაპირსამაგრი ნაგებობისა და მიწის ვაკისის რამდენიმე უბანი დაზიანდა. Aზღვის ტალღებმა წაიღო გზის შემოფარგვლის ბეტონის პარაპეტები, გამორეცხა მიწის ვაკისი და გზის დამცავი ქვაყრილი, გზის სავალ ნაწილზე გამოიტანა ინერტული მასალა.

დეპარტამენტის ადგილობრივი სამსახურების მიერ გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად, მოძრაობის აკრძალვის გარეშე განხორციელდა. დღეისათვის, აღდგენილი მოძრაობის პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების კვლევისა და პროექტირების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება.  


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player