Search

24 ოქტომბერი, 2013


ქობულეთის შემოვლითი გზის პირველი მონაკვეთის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა

ქობულეთის შემოვლითი გზის I ლოტის შემადგენელი ახალი მიმართულების გზის მშენებლობის ძირითადი სამუშაოები დასრულდა, აღნიშნული სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე 12.4კმ-ია. ხოლო ამავე ლოტის დანარჩენ 2.3 კმ-იან მონაკვეთზე ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულების 4 ზოლიანი გზის პარამეტრებით გაუმჯობესების სამუშაოები გრძელდება.

აღნიშნულ მონაკვეთზე ასფალტბეტონის საგზაო საფარი დაიგო. მოეწყო წყალგამტარი მილები, სადრენაჟე სისტემები (კიუვეტები), მიწისქვეშა გასასვლელები. ხიდებზე დასრულებულდა წინასწარდაძაბული კოჭების მონტაჟის, ტროტუარების, მოაჯირებისა და ნიუჯერსის ტიპის ბეტონის ბარიერების მოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში აშენდა 14 სახიდე გადასასვლელი:

1.     ხიდი საწრეტ არხზე - სიგრძე 27 , სავალი ნაწილის სიგანე 10.

2.     ხიდი მდ. ნატანებზე - სიგრძე 162 , სავალი ნაწილის სიგანე 10.

3.     ხიდი მდ. ჩოლოქზე -სიგრძე 81 , სავალი ნაწილის სიგანე 10.

4.     ხიდი მდ.შეავღელეზე - სიგრძე 81 , სავალი ნაწილის სიგანე 10.

5.     ხიდი მდ. ოჩხამურზესიგრძე 81 , სავალი ნაწილის სიგანე 10.

6.     ესტაკადა - სიგრძე 486 , სავალი ნაწილის სიგანე 10.

7.     #1 ვიადუკისიგრძე 89, სავალი ნაწილის სიგანე 10.

8.     #2 ვიადუკისიგრძე 432, სავალი ნაწილის სიგანე 10.

9.     #3 ვიადუკი - სიგრძე 135, სავალი ნაწილის სიგანე 10.

10.    #4 ვიადუკისიგრძე 270, სავალი ნაწილის სიგანე 10.

11.    #5 ვიადულისიგრძე 108, სავალი ნაწილის სიგანე 10.

12.    #1 გზაგამტარი - სიგრძე 86, სავალი ნაწილის სიგანე 9.

13.    #2 გზაგამტარი - სიგრძე 86, სავალი ნაწილის სიგანე 9.

14.    #3 გზაგამტარი - სიგრძე 86, სავალი ნაწილის სიგანე 9მ. 

მთავარ გზაზე აშენდა 13 წყალგამტარი მილი და 3 მიწისქვეშა გასასვლელი. ადგილობრივ გზებთან მიერთებებზე და კერძო მიწის ნაკვეთების შესასვლელებზე მოეწყო წყალგამტარი მილები, არხები და სხვადასხვა სახის სადრენაჟე სისტემები.

პროექტის ფარგლებში პირდაპირ და ირიბად 1000-მდე ადამიანია დასაქმებული. ობიექტზე ფუნქციონირებს კოჭების დამამზადებელი, ბეტონისა და ასფალტის ქარხნები, ასევე ქვის სამტვრევი ქარხანა.

სამშენებლო სამუშაოები დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს ქობულეთის შემოვლითი გზის II ლოტზე - 18,9 კმ-იან მონაკვეთზე, სადაც სამშენებლო სამუშაოები 2016 წლამდე გაგრძელდება. ამ მონაკვეთის მშენებლობით აჭარის შემოვლითი გზის პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულდება.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player