Search

23 ოქტომბერი, 2013


საგზაო დეპარტამენტი ზამთრის სეზონს მომზადებული ხვდება

ზამთრის სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი გზების მოვლა-შენახვის ზედამხედველი კონტრაქტორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე, ზამთარში გზების მოვლა-შენახვის სამუშაოებისათვის საგზაო კონტრაქტორი ორგანიზაციების მზადყოფნის საკითხი განიხილეს. კონტრაქტორებმა დეპარტამენტის ხელმძღვანელობას მოსამზადებელი სამუშაოების მიმდინარეობისა და ზამთრის პერიოდში გზების მოვლა-შენახვისათვის საჭირო ღონისძიებების (ქვიშა-მარილის მარაგის შექმნატექნიკის მომზადება, საყრდენი პუნქტების გამართვა) შესახებ დეტალური ინფორმაცია წარმოუდგინეს.

შეხვედრის დასასრულს, გიორგი ამაშუკელმა აღნიშნა, რომ მოსამზადებელი პერიოდი გეგმიურად მიმდინარეობს და დეპარტამენტი მზად არის ზამთრის პერიოდში, საქართველოს საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე თავისუფალი განვლადობის უზრუნველსაყოფად.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player