Search

21 ოქტომბერი, 2013


მცხეთა-თბილისის მონაკვეთზე მოძრაობის რეჟიმი დროებით შეიცვლება

საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის  საავტომობილო გზის ზაჰესი-ნატახტარის მონაკვეთზე (კმ17-კმ27) საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ასფალტ-ბეტონის საფარის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, ამ ეტაპზე, მცხეთა-თბილისის ოთხზოლიან მონაკვეთზე (კმ17-კმ21) მარცხენა მიმართულებით (დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით) ხვალიდან, 22 ოქტომბრის დილის 08:00 საათიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება.

ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასავლეთისაკენ განხორციელდება არსებული გზის მარჯვენა მიმართულებაზე, ხოლო დასავლეთიდან მოძრავი სატრანსპორტო ნაკადი გადართული იქნება თბილისის შემოსავლელ საავტომობილო გზაზე. აღნიშნული დროებითი რეგულირების მიუხედავად, სატრანსპორტო მოძრაობა განხორციელდება შეუფერხებლად, ცალმხრივი მოძრაობის რეჟიმში.   


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player