Search

21 ოქტომბერი, 2013


სტიქიამ აჭარასა და მესტიაში რამდენიმე საგზაო მონაკვეთი დააზიანა

დასავლეთ საქართველოში ჭარბი ნალექისა და თანდართული ძლიერი ქარის გამო რამდენიმე საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა მცირე დროით შეფერხდა.

კერძოდ, 19-20 ოქტომბერს სენაკი-ფოთი-სარფის /გზის კმ118-კმ119 მონაკვეთზე - სარფის ტერიტორიაზე, ძლიერი შტორმის შედეგად, დაზიანდა ნაპირსამაგრი ნაგებობისა და მიწის ვაკისის რამდენიმე უბანი. Aზღვის ტალღებმა წაიღო გზის შემოფარგვლის ბეტონის პარაპეტები, გამორეცხა მიწის ვაკისი და გზის დამცავი ქვაყრილი, გზის სავალ ნაწილზე გამოიტანა ინერტული მასალა.

დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ ადგილზე იქნა მობილიზებული შესაბამისი საგზაო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ოპერატიულად, მოძრაობის აკრძალვის გარეშე განხორციელდა. დღეისათვის, აღდგენილი მოძრაობის პარალელურად, მიმდინარეობს სტიქიური მოვლენის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების კვლევისა და პროექტირების პროცესი, რომლის დასრულების შემდეგ შესაბამისი აღდგენითი სამუშაოები ჩატარდება

ასევე, 20 ოქტომბერს ბათუმი-ახალციხის /გზის 43- კმ-ზე, სოფელ ზვარეს მიმდებარე ტერიტორიაზე, კოკისპირული წვიმის შედეგად, ჩამოიშალა მიწა-კლდის მასა, რის გამოც მცირე დროის მანძილზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება შეფერხდა. გაწმენდითი სამუშაოების ოპერატიულად ჩატარების შედეგად გზის აღნიშნული მონაკვეთი ნახევარ საათში გაიხსნა.

უამინდობის გამო შეფერხებები იყო გოდერძის უღელტეხილზეც, სადაც ძლიერი თოვისა და ქარბუქის გამო, მგზავრთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 20 ოქტომბერს ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი სამსახურების მიერ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა გაწმენდითი სამუშაოები. ასევე, საგზაო სამსახურებებმა უზრუნველყვეს სახიფათო მონაკვეთიდან ავტოტრანსპორტისა და მგზავრების უსაფრთხო ადგილას გადაყვანა.

ოპერატიული გაწმენდითი სამუშაოებისა და ამინდის გაუმჯობესების ფონზე, დღეისათვის, აღნიშნულ უღელტეხილზე გზა გახსნილია.

ასევე, 20 ოქტომბერს უხვი ნალექის შედეგად, მცირე დროის მანძილზე შეფერხებული იყო ავტოტრანსპორტის მოძრაობა  ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის /გზის 73 კმ-ზე. აღნიშნულ მონაკვეთზე კოკისპირული წვიმების შემდეგ, გზის სავალ ნაწილზე დიდი მოცულობის კლდოვანი მასა ჩამოიშალა და ავტოტრანსპორტის მოძრაობა რამდენიმე საათით შეაფერხა. გზის სავალი ნაწილის გაწმენდა საგზაო სამსახურის მიერ მობილიზებული მძიმე ტექნიკით ოპერატიულად განხორციელდა. დღეისათვის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player