Search

18 ოქტომბერი, 2013


გორის საუღელტეხილო გვირაბებში მართვის მაღალტექნოლოგიური პუნქტი ამოქმედდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა,  მსოფლიო ბანკის  დაფინანსებით, გვირაბებში კომუნიკაციების მართვის თანამედროვე მაღალტექნოლოგიური სისტემები შეიძინა. აღნიშნული სისტემების მართვის პუნქტები გორისა და რიკოთის საუღელტეხილო გვირაბებში მოეწყო და ამ პუნქტებიდან გვირაბებში არსებული ყველა სახის ელექტრო-მექანიკური სისტემა კომპიუტერული პროგრამით იმართება.

დღეს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ახალი პუნქტის მუშაობის პროცესი დაათვალიერა და პერსონალს წარმატებები უსურვა.

მართვის პუნქტები აღჭურვილია თერმული სენსორებით, რომლებიც გვირაბში მავნე აირების კონცენტრაციის მონიტორინგსა და სპეციალური ტექნოლოგიით მის განეიტრალებას უზრუნველყოფენ. აღნიშნული სენსორების საშუალებით შესაძლებელია ხანძრის კერის მომენტალურად აღმოჩენა და ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებების ავტომატურ რეჟიმში მართვა (გვირაბში არსებული ავზიდან წყლის ნაკადის ხანძრის კერისკენ მიმართვა). Aასევე, სხვა სახის პრობლემის აღმოჩენა და მისი ოპერატიულად აღმოფხვრა.

პუნქტებიდან იმართება გვირაბებში დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელთა რაკურსის ცვლა ყველა მიმართულებით და გადაღების რადიუსის ზრდა პუნქტიდან, დისტანციურად ხორციელდება. 

აღნიშნული მართვის პუნქტი გორის გვირაბთან უკვე ფუნქციონირებს, სადაც 21 ადამიანია დასაქმებული. პერსონალს სასწავლო 10 დღიანი კურსი თურქულმა კომპანიაულტრამჩაუტარა.

ნოემბრის დასაწყისში სრულფასოვნად დაიწყებს ფუნქციენირებას რიკოთის გვირაბის მართვის პუნქტი, სადაც 22 ადამიანი დასაქმდება. ისინი მართვის სასწავლო კურსებს ოქტომბრის ბოლოს გაივლიან. 

ორივე ობიექტზე მართვის პუნქტების სამშენებლო  სამუშაოები მსოფლიო ბანკის დაფინანსებით  ..ლოჭინმაშეასრულა


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player