Search

3 ოქტომბერი, 2013


ფოტორეპორტაჟი  რუისი–აგარას  მშენებარე  მონაკვეთიდან

საავტომობილო გზების დეპარტამენტი საზოგადოებას პერიოდულად სთავაზობს განახლებულ ფოტომასალას სამშენებლო და სარეაბილიტაციო ობიექტებიდან. ამჯერად, დეპარტამენტის ვებგვერდის “გალერეის” განყოფილებაში ყველასათვის ხელმისაწვდომია ჩქაროსნული ავტომაგისტრალის  რუისი–აგარას  მონაკვეთის მშენებლობის მიმდინარეობის ამსახველი ფოტომასალა და შესაბამისი ინფორმაცია.

ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი-აგარას 19 კმ–იანი მონაკვეთის რეკონსტრუქცია-მოდერნიზაციის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში,  ამ ეტაპზე, ხორციელდება გზის საფუძვლის მოწყობის სამუშაოები (მიწის ყრილის მოწყობა და დატკეპნვა). ასევე, პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს ხიდებისა და სხვა ხელოვნური ნაგებობების მშენებლობის სამუშაოები.

ამ დროისათვის, სამშენებლო მონაკვეთის გადამკვეთ N1, N2 და N3 გზაგამტარებზე (რუისისა და ქარელის გზაგამტარები) რკინაბეტონის ხიმინჯების მოწყობის სამუშაოები დასრულებულია. N1, N2 გზაგამტარზე მიმდინარეობს ბურჯების დგარებისა და რიგელების მოწყობის, ხოლო N3 გზაგამტარზე  რიგელებისა და მისასვლელ გზებზე მიწის ყრილების მოწყობის სამუშაოები. 

ასევე, აღნიშნულ მონაკვეთზე დასრულებულია წყალგამტარი მილებისა და რკინაბეტონის 2 მიწისქვეშა გასასვლელის მშენებლობა, სადაც ამ ეტაპზე მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები ხორციელდება.

პროექტის აღწერა

პროექტი მოიცავს არსებული გზის ნაწილობრივ რეკონსტრუქციას, მიმართულების მცირეოდენი ცვლილებებით და ახალი მიმართულების მშენებლობას.

11 კმ-ან მონაკვეთზე  გზის არსებული მიმართულება შენარჩუნებული იქნება I კატეგორიის გზის პარამეტრების მისაღებად საჭირო გაუმჯობესებით. ხოლო 8 კმ-იან მონაკვეთზე, ახალი მიმართულებით, აგარის შემოვლითი გზა აშენდება.

აღნიშნული გზის კმ.95, კმ99, კმ102, კმ107 და კმ113-ზე მოეწყობა ორდონიანი გადაკვეთები, სადაც აშენდება 5 საავტომობილო გზაგამტარი.

აღნიშნულ მონაკვეთზე აშენდება მდ.ფრონეს,  მდ. ფცასა და  კმ 109–ზე არსებული რკინიგზის გადამკვეთი სახიდე გადასასვლელები.

სახიდე გადასასვლელები:

კმ-104 მდ. ფრონეზე აშენდება ორი პარალელური ხიდი

სიგრძე - 183.5 მ

სიგანე - 14.65 მ

მალების რაოდენობა – 7

კმ.107 – მდ. ფცაზე აშენდება ასევე, ორი პარალელური ხიდი

სიგრძე – 143.6 მ

სიგანე – 14.65 მ

მალების რაოდენობა – 5

აშენდება კმ109–ზე არსებული რკინიგზის გადამკვეთი პარალელური გზაგამტარები:

სიგრძე – 91.3,

სიგანე – 14.65,

მალების რაოდენობა – 3.სამშენებლო სამუშაოები  2013 წლის 17 დეკემბერს დაიწყო და 2014 წლის ბოლოს დასრულდება.

სამშენებლო სამუშაოებს აწარმოებს კონტრაქტორი კომპანია -  China Nuclear Industri. პროექტის დონორია მსოფლიო ბანკი და მისი ბიუჯეტი  70,756,744,92 ლარს შეადგენს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player