Search

23 სექტემბერი, 2013


დავით შავლიაშვილმა სოფელ ლენჯერში კლდის რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა სარეაბილიტაციო მონაკვეთების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ლენჯერში გზის მიმდებარედ არსებული 2.5 კმ-იანი კლდის მასივის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერეს. ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 135 კმ-ზე, სოფელ ლენჯერში არსებული კლდე არამდგრადი ქანების ჩამოშლისა და ქვათაცვენის გამო საშიშროებას წარმოადგენდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისათვის, ასევე, გზის ამ მონაკვეთზე მოძრავი ავტოტრანსპორტისათვის. კლდიდან ჩამონაშალი ქანები აზიანებდა მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებსაც.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, ხორციელდება კლდის ფერდის გამაგრების სამუშაოები. რაც ადგილობრივი მოსახლეობისა და გზით მოსარგებლე ავტოტრანსპორტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

საავტომობილო გზაზე არსებული 2.5 კმ-იანი კლდის მასივის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითავლისწინებს კლდის ფერდის დამცავი ზედა და გზის დამცავი ქვედა საყრდენი ბეტონის კედლების მოწყობას, ბეტონის კედლების დაშენებასა და დამცავ შალითაში ჩასმას. ამჟამად მიმდინარეობს კედლის ფუნდამენტის ბეტონის ჩასხმა, რკინა-ბეტონის ზედა საყრდენი კედლებისა და გაბიონის საყრდენი კედლების მოწყობა.

სამუშაოებს ასრულებს შ.პ.ს. „იბერია ტექ“ და „საქართველოს მეკლდეურთა კლუბი“. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით შეადგენს 254 ათას ლარს.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player