Search

20 სექტემბერი, 2013


დავით შავლიაშვილი მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით შავლიაშვილი  მსოფლიო ბანკის მისიის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას დეპარტამენტის მხრიდან  თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი ამაშუკელი და ირაკლი ლითანიშვილი ესწრებოდნენ. მსოფლიო ბანკს შეხვედრაზე საქართველოში მსოფლიო ბანკის პროექტების ხელმძღვანელები ჟან ფრანსუა მარტო და მუსტაფა ბენმაამარი, SLRP -ს ხელმძღვანელი იოსებ მელითაური და მისიის წარმომადგენელი მაინოს კემპასი წარმოადგენდნენ. მხარეებმა საქართველოში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტების  მონიტორინგის შედეგები და ახალი მე-4 სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების გეგმის დეტალები განიხილეს.

მსოფლიო ბანკის მისია საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება და დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად მიმდინარე პროექტების მონიტორინგს ახორციელებს. მისიის ვიზიტი ქართული მხარისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მე-4 სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში განსახორციელებელი ახალი პროექტების გეგმის განხილვის თვალსაზრისით. ვინაიდან, აღნიშნული გეგმის დეტალურად განხილვა და ორივე მხარის შეთანხმება ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ახალი მონაკვეთების მშენებლობის პროცესის დასაწყებად აუცილებელი წინაპირობაა.


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player