Search

17 სექტემბერი, 2013


საავტომობილო გზების დეპარტამენტი სარეაბილიტაციო მონაკვეთების მონიტორინგს განაგრძობს

მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგის ფარგლებში,საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავჯდომარის მოადგილე გიორგი ამაშუკელი მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზაზე იმყოფებოდა. მან აღნიშნული გზის 12 კმ-იან მონაკვეთზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებისა და ამავე მონაკვეთზე არსებული გვირაბების რეაბილიტაციის სამუშაოები მოინახულა. ამ დროისათვის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად და გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა სართაშორისო მნიშვნელობისაა. ამ გზით სარგებლობენ როგორც ადგილობრივი მოსახლეობა, ასევე, ტურისტები და რუსეთის ფედერაციიდან შემოსული ვიზიტორებიმიუხედავად ამისა, ამ საგზაო მონაკვეთისა და გვირაბების რეაბილიტაცია წლების მანძილზე არ განხორციელებულა. აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოები უზრუნველყოფს მცხეთა-სტეფანწმინდის მიმართულებით ავტოტრანსპორტის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ასევე, ამ რეგიონის საკურორტო ზონებში ტურისტების მოზიდვას.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (კმ96-კმ107)  12 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

საავტომობილო გზის 12 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები. სამუშაოები ითვალისწინებს: მიწის ვაკისის დეფორმირებული  მონაკვეთების აღდგენას, რკინა-ბეტონის მილების, გალერეების შესასვლელებთან ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობას. რკინა-ბეტონისა და ქვის წყობის თაღოვანი 2 ხიდის რეაბილიტაციას (პიკეტ 103+44) და (პიკეტ 80+91)-ზე. არსებული კედლების შეკეთება-რეაბილიტაციას. ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ავტოტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას, გზის მონიშვნას და საგზაო ნიშნების დამონტაჟებას.

ამჟამად მიმდინარეობს : ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,სახ.სამშ. კომპანია. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით შეადგენს  15 მლნ 500 ათას ლარს.

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (კმ88-კმ93) 6 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

საავტომობილო გზის 6 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს: მიწის ვაკისის დეფორმირებული ადგილების მონაკვეთების აღდგენას, რკინა-ბეტონის მილების, გალერეების შესასვლელებთან ბეტონის საყრდენი კედლების, გაბიონებისა და ქვედა საყრდენი კედლების მოწყობას. ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ავტოტრანსპორტის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას,  გზის მონიშვნას და საგზაო ნიშნების დამონტაჟებას.

ამჟამად მიმდინარეობს : გზის მოფრეზვა და ასფალტ-ბეტონის საფარის ქვედა ფენის დაგება.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,სახ.სამშ. კომპანია. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით შეადგენს  1 მლნ 957 ათას ლარს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის (კმ94-კმ95) 2 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

საავტომობილო გზის 2 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ითვალისწინებს გალერეების რეაბილიტაციას, სახურავების კოჭების გამოცვლას, მეწყერ დამცავი გრუნტის საფარის და სადრენაჟე არხის მოწყობას. გალერეის, კედლებისა და ბოძების შეკეთებას, საგზაო საფარის აღდგენას.

ამჟამად მიმდინარეობს : საფარის ფრეზირება, გალერეის გადახურვის სამუშაოები და ძველი წყალგამტარი მილის დემონტაჟი.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,სახ.სამშ. კომპანია. სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით შეადგენს  3 მლნ 370 ათას ლარს

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის კმ 96- კმ 107–ზე არსებული გვირაბების (გალერეების) რეაბილიტაცია

პროექტი მოიცავს სამი  გვირაბის რეაბილიტაციას, სამუშაოები ითვალისწინებს: დრენაჟების (კიუვეტებისა და სანიაღვრე სისტემის) მოწყობას, გვირაბების გადახურვას, იზოლაციის მოწყობას, ტორკრეტირებას ბეტონის ფენით.

ამჟამად მიმდინარეობს: მიწის სამუშაოები, სადრენაჟე არხის გაწმენდა და გვირაბების ზედაპირის დამუშავება. ( იზოლაცია, ტორკრეტი ) და სავალი ნაწილის მოწყობა.

სამუშაოებს ასრულებს შპს ,,მამისონი.  სამუშაოების ღირებულება სახელმწიფო დაფინანსებით შეადგენს  4 მლნ 357 ათას ლარს

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player