Search

13 სექტემბერი, 2013


დავით შავლიაშვილმა სამეგრელოში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა

საავტომობილო გზების დეპარტამ,ენტის თავმჯდომარემ დავით შავლიაშვილმა და მისმა მოადგილემ გიორგი ამაშუკელმა ინგირი-შამგონას საავტომობილო გზისა და ზუგდიდი-ანაკლიას საავტომობილო გზაზე 2 ხიდის რეაბილიტაციის მიმდინარე სამუშოები მოინახულეს. აღნიშნულ ობიექტებზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

დეპარტამენტის ხელმძღვანელები შამგონას მუნიციპალიტეტში ახალ ობიექტზე მოსამზადებელ სამუშაოებსაც გაეცნენ. ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნის საფუძველზე, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მსოფლიო ბანკის გადაწყვეტილებით, წლის გეგმაში გათვალისწინებულ იქნა გზის დამატებითი მონაკვეთის რეაბილიტაცია, რომელიც შამგონას საჯარო სკოლას, საბავშვო ბაგა-ბაღსა და დევნილთა კომპლექსურ დასახლებას ცენტრალურ გზასთან აკავშირებს.

1. ინგირი-შამგონა ს/გზის 8,5კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია

პროექტი ითვალისწინებს:  გზის სავალ ნაწილზე ასფალტ-ბეტონის საფარის დაგებას, ხელოვნური ნაგებობების, საყრდენი კედლების, ეზოებში შესასვლელების,  საგზაო ნიშნებისა და ტროტუარების მოწყობას. მსოფლიო ბანკმა, გაითვალისწინა  მოსახლეობის თხოვნა და დამატებითი სამუშაოები განხორციელდება რაც  სკოლამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციას მოიცავს.            

ამ ეტაპზე, აღნიშნული გზის 8,5 კმ-იან მონაკვეთზე  ძირითადი სამუშაოები დასრულებულია.

მიმდინარეობს ასფალტ-ბეტონის საფარის ზედა ფენის, ბორდიურების, საყრდენი კედლების და ეზოებში შესასვლელების მოწყობა, ასევე, გრძელდება დანარჩენ მონაკვეთებზე გზის საფუძვლის  სტაბილიზაციის სამუშაოები.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია  შ.პ.ს. ” ზუგდიდის ს.ს” ასრულებს.

პროექტის ღირებულება 2 მლნ 926,3 ათას ლარს შეადგენს, დონორი კი მსოფლიო ბანკია.

აღნიშნული გზა სოფელ ინგირში იწყება და სოფელ შამგონას ცენტრში მთავრდება.

2.ზუგდიდი-ანაკლიას  ს/გზის 1კმ-იანი მონაკვეთზე არსებული სახიდე გადასასვლელებისა და მისასვლელი გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

პროექტი ითვალისწინებს: პიკეტ -25+140- ზე და პიკეტ- 26+140-ზე ორი ხიდისა და მათთან მისასვლელ გზებზე  ხელოვნური ნაგებობების, საგზაო სამოსის, წყალგამტარი ლითონის მილების, ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გაჩერებებზე მოედნებისა  და საფეხმავლო ბილიკის მოწყობას.

ხიდები ფაქტიურად ჩაშლილი იყო, რეაბილიტაციის შედეგად კი ზუგდიდიდან საკურორტო ზონა ანაკლიაში მოსახლეობისა და  ტურისტების მიმოსვლა კომფორტული გახდება.

ამჟამად მიმდინარეობს, პიკეტ-25+140 სახიდე გადასასვლელზე ბურჯის რიგელის დაბეტონება და პიკეტ-26+140 სახიდე გადასასვლელზე  ნატენიანი ხიმინჯების დაბურღვა-დაბეტონება. ხიდებს  შორის არსებულ მონაკვეთზე კვირის ბოლომდე დაიყრება  ქვიშანარევი  ღორღი, გასწორდება და დაიტკეპნება.

სახიდე გადასასვლელების პარამეტრები:

ხიდი პიკეტ-25-140-ზე  სიგრძე-27,70 მეტრი  სიგანე-9

ხიდი პიკეტ-26-140-ზე  სიგრძე-27,70 მეტრი   სიგანე-9

სამუშაოებს კონტრაქტორი კომპანია  ს.ს. ”ხიდმშენი ” ასრულებს, პროექტის ბიუჯეტი1 მლნ 564 ათასი ლარია და სახემწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

 

 

 


   
Get Adobe Flash player Get Adobe Flash player